თურქული პრესა 19.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2129547
თურქული პრესა 19.04.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა დასავლეთის დუმილი ღაზასთან დაკავშირებით, რომელმაც დაუყოვნებლივი ქმედება მიიღო ირანის წინააღმდეგ, რომლის სამიზნე იყო ისრაელი. ერდოღანმა თქვა: „ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთის ქვეყნებს შეუძლიათ ერთი ხმით იმოქმედონ ირანის წინააღმდეგ. ახლა იგივე აქტორებმა ისრაელის წინააღმდეგ უნდა თქვან, გაჩერდი!“

„ქურთულმუშის მოწვევა სიონისტური ჩაგვრის მსხვერპლ მეცნიერებს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავჯდომარემ (TBMM) ნუმან ქურთულმუშმა მოუწოდა ყველა მეცნიერს, რომელიც სიონისტური ჩაგვრის წინაშე დგას. ქურთულმუშმა თქვა: „თურქეთის კარი ღიაა ყველა მეცნიერისთვის“.

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით, საზღვაო პარკები, რომელთა დაარსებას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი გეგმავს იონიისა და ეგეოსის ზღვებში, თურქეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად, ბერძნულ მხარეს არ აქვს უფლება განკარგოს კუნძულები, რომლებიც არ ეკუთვნის საბერძნეთს.

გაზეთ „Haber Türk“-ში ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „სტამბულის აეროპორტი მე-10 ადგილზეა“ და მასში ვკითხულობთ: ბრიტანეთში დაფუძნებულმა საავიაციო სარეიტინგო სააგენტო Skytrax-მა მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტები დაადგინა. სიაში მგზავრებთან ჩატარებული გამოკითხვებით, სტამბულის აეროპორტმა მე-10 ადგილი დაიკავა.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ ევრაზიის რეგიონში ყველაზე დიდი ტექნოლოგიების გამოფენა Mobilefest-ი სტამბულში 25-27 აპრილს გაიმართება. Mobilefest-ი საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოფენა და კონფერენციაა, რომელიც მეოთხედ გაიმართება და 300-ზე მეტ ბრენდს და 20 ათასზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლებს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები