თურქული პრესა 30.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2133640
თურქული პრესა 30.04.2024

თურქული პრესა 30.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Sabah: "ერდოღანი: ურბანული ტრანსფორმაცია თურქეთისთვის სავალდებულოა"

პრეზიდენტმა ერდოღანმა AFAD-ის (კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების სამმართველო) თავმჯდომარეობით გამართულ ცერემონიაზე განაცხადა: „ურბანული ტრანსფორმაციის სამუშაოები თურქეთისთვის, სადაც მოსახლეობის 71 პროცენტი მიწისძვრის მაღალი რისკის მქონე ადგილებში ცხოვრობს, საჭიროებაა და არა არჩევანი“.

Hürriyet: "MİT-ის ოპერაცია ერაყის ჩრდილოეთით"

MİT-ის (ეროვნული დაზვერვა) მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ჰაკურკის რეგიონში, ბოლო ერთ კვირაში განეიტრალდა PKK/YPG-ს 15  ტერორისტი, მათ შორის ე.წ. ორგანიზაციის ლიდერები.

Yenişafak: "ბუნებრივი გაზის საკითხზე მინისტრმა ბაირაქტარმა სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა"

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქტარმა, განაცხადა, რომ საქარიის გაზის საბადოზე ყოველდღიურად 4,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი იწარმოება და ამას 1,8 მილიონი ოჯახის საჭიროებების დაკმაყოფილება შეუძლია.

Star: "ძლიერი უცხოური რესურსების ნაკადი თურქეთში"

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა განაცხადა, რომ ისლამური განვითარების ბანკის ჯგუფი ქვეყნის სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც არეგულირებს 2024-2026 წლების პერიოდს, თურქეთში პროექტებისთვის 6,3 მილიარდი დოლარის დაფინანსებას გამოყოფს და დაამატა: „ეკონომიკური პროგრამის წყალობით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, უცხოური რესურსების ნაკადი თურქეთში  გრძელდება“.

Vatan: "THY აღადგენს ფრენებს ავღანეთში"

თურქული ავიახაზები (THY), რომელმაც ავღანეთის მიმართულებით ფრენები 2021 წელს შეწყვიტა, ამ ქვეყანაში ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანია ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ფრენებს 21 მაისს განაახლებს და კვირაში 4 დღე განახორციელებს რეისებს სტამბოლი-ქაბულის მიმართულებით.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები