თურქული პრესა 26.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2132488
თურქული პრესა 26.04.2024

თურქული პრესა 26.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Habertürk: "საგარეო საქმეთა სამინისტროს კრიტიკა ჩილეს ‘1915 წლის მოვლენებზე’"

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ჩილეს პარლამენტი, რომელმაც 1915 წლის მოვლენები „გენოციდად“ აღიარა. სამინისტრომ განაცხადა: "ამ გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს. პარლამენტებს არ აქვთ ისტორიის ინტერპრეტაციის უფლება".

Star: "თურქეთის განცხადება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე!"

გაეროში თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა აჰმედ ილდიზმა განაცხადა, რომ ტერორისტულ ორგანიზაციას PKK/YPG-ს და მის სეპარატისტულ ტერორისტულ გეგმას სირიის მომავალში ადგილი არ აქვს.

Hürriyet "წლის დასაწყისიდან 802 ტერორისტი განეიტრალდა"

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ერაყისა და სირიის ჩრდილოეთის ჩათვლით; ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განეიტრალდა 54 ტერორისტი, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 802 ტერორისტი, მათგან 360 ერაყის ჩრდილოეთით, 442 კი სირიის ჩრდილოეთით.

Sabah: "ილმაზი: თურქეთის ეკონომიკა 14 კვარტალია მუდმივად იზრდება"

ვიცე-პრეზიდენტმა ჯევდეთ ილმაზმა განაცხადა, რომ თურქეთის ეკონომიკამ დაძლია სურთულეები, მიუხედავად გლობალური და რეგიონული პრობლემებისა და 14 კვარტლის განმავლობაში განუწყვეტლივ ზრდას განაგრძობს. ილმაზმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი 2023 წელს ევროკავშირისა და OECD-ის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა ზრდის მაჩვენებლით.

Yenişafak: "თურქეთის იქნება ვაქცინის წარმოების ბაზა"

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ თურქეთის „ვაქცინის წარმოების ბაზაზე“ მუშაობა გრძელდება და დაამატა: „ჰიგიენური - თურქული ვაქცინისა და ბიოტექნოლოგიური პროდუქტების კვლევისა და წარმოების ცენტრის პირველი ეტაპის მშენებლობა, რომელსაც ექნება 50 ათასი კვადრატული მეტრი დახურულ ზონა, მალე დასრულდება“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები