თურქული პრესა 25.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2131822
თურქული პრესა 25.04.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე მათ ასევე განიხილეს ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის საკითხი, რომლებიც არღვევენ ხალხის სიმშვიდეს, განსაკუთრებით PKK და FETÖ და თქვა: „მე გამოვთქვი, რომ ჩვენ ველით მეტ მხარდაჭერას, გერმანიის ხელისუფლებისგან ტერორიზმთან ბრძოლაში“.

გაზეთი „Hürriyet“-ი პრეზიდენტ ერდოღანის 1915 წლის მოვლენებთან დაკავშრებით გავრცელებულ მესიჯს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა, თურქეთის სომეხთა ეპარქიის 85-ე პატრიარქს, საად მაშალიანს 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ  ისინი არ დაუშვებენ თუნდაც ერთი სომეხი მოქალაქის მარგინალიზაციას, გარიყულობას ან თავის სამშობლოში თავის, მეორეხარისხოვნად გრძნობას.

გაზეთი „Haber Türk“-ი ურალოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბდულქადირ ურალოღლუმ განაცხადა: „ჩვენ დავამყარებთ ახალ კავშირს თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის ზანგეზურის დერეფნით, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვებს თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის“.

„თურქეთი მე-4 ადგილზეა მსოფლიოში ხილის წარმოებაში“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Yeni Şafak“-ში და მასში ვკითხულობთ: ტექნოლოგიური პლატფორმის GeeksforGeeks-ის 2024 წლის მარტის ანგარიშში თურქეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში ხილის საუკეთესო მწარმოებელი ქვეყნების სიაში, წლიური პროდუქციით 25 მილიონი ტონა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ 8-14 აპრილს შორის, სტამბულის აეროპორტი დაფიქსირდა, როგორც  ყველაზე დატვირთული აეროპორტი ევროპაში, საშუალოდ 1428 ფრენით დღეში.  


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები