თურქული პრესა 15.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2127595
თურქული პრესა 15.04.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: ირან-ისრაელის დაძაბულობასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში მხარეებს ზომიერებისკენ მოუწოდებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ისრაელის თავდასხმამ დამასკოში ირანის საელჩოზე, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს, გაამართლა ჩვენი შეშფოთება. ირანის შურისძიებამ ამ თავდასხმაზე და შემდგომმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მოვლენები შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს რეგიონულ ომში.“

გაზეთი „Star“-ი ჰაქან ფიდანის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანთან გამართულ სატელეფონო საუბარს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა თავის ირანელ კოლეგას ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა, რომ მათ არ სურთ რეგიონში შემდგომი ესკალაცია ისრაელის წინააღმდეგ შურისძიების შემდეგ და რომ სურთ დასრულდეს ის ნაბიჯები, რომლებიც გაზრდის დაძაბულობას.

„კრიტიკული როლი თურქეთიდან“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: სანამ მსოფლიო ლაპარაკობს ირანის შურისძიებაზე ისრაელის წინააღმდეგ, თავდასხმამდე ანკარის კრიტიკულმა როლმა მიიპყრო ყურადღება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანისა და აშშ-ის ორმხრივი მოლოდინები და გზავნილები თურქეთის მეშვეობით იქნა გადმოცემული.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ჩრდილოეთ ერაყის წინააღმდეგ თურქეთის ოპერაციის პირველ ეტაპზე, ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მხარდამჭერი სოფლები და ქალაქები გაიწმინდება. შემდეგ განადგურდება ტერორისტული სტრუქტურა, რომელიც გადაჭიმულია ჰაკურკიდან-მეთინამდე, ზაპიდან-ავაშინამდე და ჰაფთანინამდე. შემდეგ ეტაპზე, მაჰმურის, სულეიმანიეს, კანდილისა და სინჯარის რეგიონებში განხორციელდება ოპერაცია, რომლის მიზანიც „უსაფრთხოების სარტყელის“ შექმნა იქნება.

გაზეთი „Hürriyet“-ი, გიორგოს გერაპეტრიტის თურქეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგოს გერაპეტრიტისმა თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობები ამ სიტყვებით შეაფასა: „მინდა, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ რეგიონში, სადაც იარაღს არანაირი ადგილი არ ექნება. მინდა მათ წყნარი სამეზობლო დავუტოვოთ“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები