თურქული პრესა 05.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2125068
თურქული პრესა 05.04.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში ტერორიზმთან ბრძოლაზე გამახვილდა ყურადღება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორისტული ორგანიზაციებისა და მათი მხარდამჭერების ადგილი არ იქნება რეგიონის მომავალში.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებულ წერილობით განცხადებაში საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდეს, რაც შეიძლება მალე შეწყდეს თავდასხმები ღაზას მოსახლეობასა და დამხმარე ორგანიზაციებზე და მხარი დაუჭირონ თურქეთის ძალისხმევას გრძელვადიანი მშვიდობისთვის გაწეულ სამუშაოებში.

გაზეთი „Vatan“- ომერ ბოლათის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლათმა განაცხადა, რომ თურქეთის ექსპორტმა მარტში 22 მილიარდ 578 მილიონი დოლარი შეადგინა. იანვარ-მარტის პერიოდში ექსპორტის ყველა დროის რეკორდი მოიხსნა და 63,7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, ტექნოლოგიის სადესანტო აღჭურვილობა და ქვესისტემები, რომლებიც ასევე გამოიყენება თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქტებში KAAN და HÜRJET, არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი თავდაცვისა და კოსმოსური კომპანიების ყურადღება მიიპყრო. TAAC-მა (საავიაციო ტექნოლოგიები), პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან გააფორმა.

„სტამბულის აეროპორტი ევროპის მწვერვალზეა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ, 25-31 მარტის ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სტამბოლის აეროპორტი დღეში საშუალოდ, 1328 ფრენის განხორციელებით, ევროპაში ყველაზე დატვირთული აეროპორტი გახდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები