თურქული პრესა 29.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2121888
თურქული პრესა 29.03.2024

თურქული პრესა 29.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan: "ბოლო კვირაში 38 ტერორისტი განეიტრალდა"

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ბოლო კვირაში 38 ტერორისტი განეიტრალდა, მათ შორის ერაყისა და სირიის ჩრდილოეთით. ამრიგად, 1 იანვრიდან დღემდე განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობამ 646-ს მიაღწია, მათგან 268 ერაყის ჩრდილოეთში, 378 კი სირიის ჩრდილოეთში.

Sabah: "თურქეთის მე-8 ჰუმანიტარული დახმარების გემი ღაზაში გაემგზავრა"

ჰუმანიტარული დახმარების მე-8 გემი, რომელიც მომზადდა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დირექტორატის მიერ ფონდების გენერალურ დირექტორატთან თანამშრომლობით, მერსინის პორტიდან ღაზის მოსახლეობისთვის გაემგზავრა. ჰუმანიტარული გემით პალესტინელ ხალხს სულ 2 ათას 960 ტონა დახმარება გაუგზავნეს.

Hürriyet: „თურქეთი გახდა აშშ-ს საარტილერიო ჭურვების უდიდესი ექსპორტიორი"

თურქეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა იარაღისა და საბრძოლო მასალის წარმოებაში, აშშ-ში საარტილერიო ჭურვების უდიდესი ექსპორტიორი გახდა. აშშ თურქეთისგან ყიდულობს მისი არმიისთვის საჭირო ათასობით 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვს.

Yenişafak: "სტრესის საზომი ნაკრები ექსპორტირზე 20-ზე მეტ ქვეყანაში გადის"

ანკარის ბილკენტის საქალაქო საავადმყოფოს ბიოქიმიის ლაბორატორიის კოორდინატორის, პროფესორ ოზკან ერელის მიერ შექმნილი ადგილობრივი კვლევის ნაკრები, რომელიც ზომავს ორგანიზმში ქიმიურ სტრესს მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტზე გადის.

Habertürk: "მილიარდელთა ქალაქი: სტამბოლი ევროპის ტოპ ხუთეულშია"

ჩინური ეკონომიკური პლატფორმის Hurun Report-ის „მდიდართა გლობალური სიის“-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე მეტი დოლარის მილიარდერი ცხოვრობს ნიუ-იორკსა და ლონდონში. სტამბოლი მსოფლიოში პირველ ოცდახუთეულშია, ევროპაში კი პირველ ხუთეულში მოხვდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები