თურქული პრესა 24.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2131338
თურქული პრესა 24.04.2024

თურქული პრესა 24.04.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ერდოღანი: PKK ასევე საფრთხეს უქმნის ერაყს"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ტერორისტული ორგანიზაცია PKK/PYD/YPG საფრთხეს უქმნის ერაყის სტაბილურობას, განვითარებას და მშვიდობას. მან აღნიშნა, რომ ამ საფრთხის აღმოფხვრა ერაყის ინტერესებშიც შედის.

Hürriyet: „23 აპრილის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღის გზავნილი ერდოღანისგან“.

პრეზიდენტმა ერდოღანმა 23 აპრილის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღესასწაულთან დაკავშირებით გზავნილი გაავრცელა და განაცხადა: "სურვილი მაქვს, რომ ჩვენი შვილების ყოველი დღე, რომლებიც ჩვენი მომავლის გარანტია, დღესასწაულის სიხარულით იქნება სავსე".

Vatan: „23 აპრილი მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა“

23 აპრილი, ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღე და თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის გახსნის 104 წლის იუბილე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნა. ბავშვები 23 აპრილის ღონისძიებებზე გაერთნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებზე ხელისუფლება ერთი დღით ბავშვებს გადაეცათ, ქალაქები დროშებით მოირთო და ბუშტები გაუშვეს.

Yeni Şafak: "მეჰმედ შიმშექი: თურქეთისადმი ნდობა ძლიერია"

ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა მეჰმედ შიმშექმა აშშ-ში საინვესტიციო პროგრამებში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა შიმშექმა განაცხადა: „ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ თურქეთის ეკონომიკური პროგრამისადმი ნდობა ძლიერია“.

Star: "ევროპაში ავიაციაში პირველობა თურქეთს ეკუთვნის"

თურქეთის საავიაციო ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად, სტამბოლის აეროპორტი გახდა ევროპაში ყველაზე მეტი ფრენის შემსრულებელი აეროპორტი. სტამბოლის აეროპორტში 2023 წელს საშუალო ყოველდღიური ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა და 1375-ს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები