თურქული პრესა 28.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2121282
თურქული პრესა 28.03.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ ტერორიზმთან ბრძოლაში წარმატებულ შედეგებს მიაღწიეს. „ჩვენ არ შევეგუებით იმპერიალისტურ მარიონეტს, სახელად დაეში. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ  PKK-ს არ შეეძლოს რაიმე ქმედების განხორციელება ან გადაადგილება ჩვენი ქვეყნის საზღვრებში“, განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი საგარეო საქმეთა სამინისტროს, გერმანიისადმი მოწოდებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: გერმანიაში ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მხარდამჭერების მიერ ჰანოვერის გენერალურ საკონსულოზე თავდასხმას თურქეთი გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეახსენა გერმანიის ხელისუფლებას, რომ ის პასუხისმგებელია თურქეთის მოქალაქეებისა და დიპლომატიური მისიების უსაფრთხოებაზე და არ უნდა დაუშვას ევროპაში თურქული საზოგადოების პროვოცირებისკენ მიმართული ქმედებები.

გაზეთი „Star“-ი ჰაქან ფიდანის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა, ევროპაში ტერორისტების მხარდამჭერების მიერ გამოწვეულ მოვლენებთან დაკავშირებით, განაცხადა: „ჩვენს მიერ განხორციელებული ოპერაციებით, PKK კუთხეში იქნა მიმწყვდეული. როდესაც ისინი კუთხეში იქნენ მიმწყვდეული, ამჯერად ისინი ატერორებენ ქვეყნებს, რომლებიც მათ (PKK) წლების განმავლობაში მფარველობდნენ“.  

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაქლიმ განაცხადა, რომ თურქეთი თესლის წარმოების ტოპ 10 ქვეყანას შორისაა. მინისტრმა იუმაქლიმ თქვა: „ჩვენ თესლის ექსპორტს, მსოფლიოს 117 ქვეყანაში ვახორციელებთ“.

გაზეთ „Haber Türk“-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Standard & Poor's-მა თურქეთის ზრდის პროგნოზი გაზარდა. S&P-მა 2024 წლისთვის, თურქეთის ზრდის პროგნოზი 2,4 პროცენტიდან 3 პროცენტამდე, 2025 წლისთვის 2,7 პროცენტიდან 3 პროცენტამდე გაზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები