თურქული პრესა 27.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2120796
თურქული პრესა 27.03.2024

თურქული პრესა 27.03.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: „ბელგიის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება: ყველა დონეზე თვალყურს ვადევნებთ“

ბელგიაში გრძელდება PKK-ის მხარდამჭერების თავდასხმები თურქული საზოგადობის კუთვნილ მეჩეთებსა და ასოციაციებზე, რის გამოც საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოვლენებს ყველა დონეზე აკვირდებიან და რომ მინისტრი (ჰაქან) ფიდანი ამ საკითხთან დაკავშირებით დაუკავშირდა ბელგიელ კოლეგას.

Sabah: „მინისტრი მეჰმედ ფათიჰ ქაჯირი: თურქმა ერმა ცაზე თავისი კვალი დატოვა“

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მეჰმედ ფათიჰ ქაჯირმა განაცხადა, რომ თურქეთმა 2000-იან წლებში მტკიცე ნებისყოფით წარმატებული პროექტები განახორციელა და დაამატა: „თურქეთმა აწარმოა ბაირაქტარი, ანკა, აკასუნგური, აქინჯი, ჰურქუში, ჰურჟეთი, ატაკი, გოქბეი, ქიზილელმა და ქაანი. თურქმა ერმა ფაქტიურად ცაზე ტავისი კვალი დატოვა“.

Vatan: „2 თვეში სტამბოლში 2 მილიონ 457 ათასი ტურისტი ჩამოვიდა“

სტამბოლმა 2024 წლის პირველ 2 თვეში 2 მილიონ 457 ათას 518 უცხოელ ვიზიტორს უმასპინძლა. სტამბოლში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,08 პროცენტით გაიზარდა. სტამბოლში თებერვალში ყველაზე მეტი ტურისტი რუსთიდან ჩამოვიდა“.

Star: „ANKA III მესამედ აფრინდა ცაში“

თურქეთის ავიაციისა და კოსმოსური მრეწველობის ორგანიზაცია აგრძელებს ANKA III -ის განვითარებისა და ტესტირების სამუშაოებს, რომლის პირველი გაფრენა შედგა 2023 წლის 28 დეკემბერს. ANKA III, რომელიც გაუმჯობესდა პირველი ფრენიდან მიღებული მონაცემებით და შემდგომში ახალი სატესტო ფრენები განახორციელა, მესამედ აფრინდა ცაში. ANKA III ბოლო ფრენისას ჰაერში 2 საათის განმავლობაში დარჩა, 160 კვანძის სიჩქარეს მიაღწია და 10 ათასი ფუტის სიმაღლეზე ავიდა.

Haber Türk: „ედა ერდემ დუნდარი წარდგენილია "მამაცი ქალების" საერთაშორისო ჯილდოს კანდიდატად“

ედა ერდემ დუნდარი, რომელიც არის ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და ასევე „ფენერბაჰჩე ოპეტი“-ს კაპიტანი, ნომინირებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაცემული "მამაცი ქალების" საერთაშორისო ჯილდოზე.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები