თურქული პრესა 28.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1898828
თურქული პრესა 28.10.2022

თურქული პრესა 28.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yeni şafak "ანკარამ პალესტინის საკითხზე ყურადღება გაამახვილა"

ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ისრაელის თავდაცვის მინისტრს ბენიამინ განცს შეხვდა. აქარმა შეხვედრაზე თქვა: "გამოვთქვით ჩვენი სენსიტიურობა. ჩვენი თანამშრომლობისა და დიალოგის გაზრდა ასევე ხელს შეუწყობს პალესტინის თაოსნობით იმ საკითხების გადაჭრას, რომლებზეც აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს."

Star "პოლონეთისგან ბაირაქტარის შესახებ ამაღელვებელი პოსტი"

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშჩაკმა უპილოტო საფრენი აპარატის Bayraktar TB2-ის ვიდეო Twitter-ით გაავრცელა და გამოიყენა ფრაზა „მოდიან“. პოლონეთის თავდაცვის სამინისტრომ კი ბლაშჩაკის პოსტი გააზიარა წარწერით: „დაელოდეთ“.

Hürriyet "თურქეთისადმი გზავნილი გაზპრომის პრეზიდენტისგან"

„გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ვიქტორ ზუბკოვმა განაცხადა, რომ თურქეთში დაგეგმილი ბუნებრივი გაზის ცენტრის შექმნა რუსეთისა და თურქეთის გარდა, აზერბაიჯანისა და ევროპის ინტერესებშიც შედის.

Habertürk "თურქეთმა 9 თვეში 40 მილიონ 246 ათას 899 ვიზიტორს უმასპინძლა"

თურქეთმა მიმდინარე წლის 9 თვეში 40 მილიონ 246 ათას 899 ვიზიტორს უმასპინძლა, ტურიზმიდან კი ჯამური 35 მილიარდ 28 მილიონ 540 ათასი დოლარი შემოსავალი მიიღო.

Sabah "THY ისევ გახდა World Class -ის ჯილდოს მფლობელი"

თურქეთის ავიახაზები (THY) 2023 წლის APEX-ის ოფიციალური ავიახაზების რეიტინგის ორი ჯილდოს მფლობელი გახდა. THY-მ კიდევ ერთხელ მოიგო 5-ვარსკვლავიან გლობალურ ავიახაზებს შორის უმაღლესი კატეგორიის ჯილდო World Class-ი“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესის მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები