თურქული პრესა 10.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2137733
თურქული პრესა 10.05.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ევროპის დღესთან დაკავშირებით მესიჯი გაავრცელა. ერდოღანმა გზავნილში ევროკავშირის პოლიტიკაზე გაამახვილა ყურადღება. პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენი ქვეყნის, თურქეთის მიმართ გამომრიცხავი პოლიტიკის ფონზე; ის არ შეიკავებს თავს იმ სტრატეგიული შესაძლებლობების გამოყენებისა და განვითარებისგან, რაც გააჩნია“.

გაზეთი „Haber Türk“-ი ერდოღან-ლულა და სილვას შორის გამართულ სატელეფონო საუბარს უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა ბრაზილიის პრეზიდენტთან, ლულა და სილვასთან. ერდოღანმა თქვა, რომ ბრაზილიის მხრიდან, ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიაზე გატარებული პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება, მისასალმებელი ფაქტია.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ ვაჭრობის მინისტრი ომერ ბოლათი გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, ისრაელ კაცის მტკიცებას, რომ თითქოს და ‘თურქეთმა მოხსნა ექსპორტის შეზღუდვა’. ბოლათმა თქვა: „ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები აბსოლუტურად წარმოსახვითია და არავითარ კავშირში არ არის რეალობასთან. ჩვენ ვდგავართ იმ გადაწყვეტილების უკან, რომელიც მივიღეთ, ისრაელთან ვაჭრობის შესახებ“.

„თურქეთის ბოიკოტის გადაწყვეტილება ისრაელის დღის წესრიგშია“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: ისრაელის პრესაში ითქვა, რომ თურქეთის გადაწყვეტილება ისრაელთან ვაჭრობის შეწყვეტის შესახებ ძალიან მოულოდნელი იყო და ეს ნათლად აისახება ცხოვრების ღირებულებაზე.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ თურქეთის ავიახაზების (THY) მგზავრთა საერთო რაოდენობა, რომელიც 2023 წლის იანვარ-აპრილში 23,6 მილიონი იყო, მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 8 პროცენტით გაიზარდა და 25,5 მილიონს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები