თურქული პრესა 09.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2137228
თურქული პრესა 09.05.2024

მიმოხილვას ვიწყეთ გაზეთ, „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის, ალი ასადოვის მიღებაზე განაცხადა, რომ თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციას შეუძლია უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის, სადაც ისრაელი ახორციელებს თავდასხმებს.

„ყველაზე მეტი დახმარება თურქეთიდან მოდის“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ონჯუ ქეჩელმა განაცხადა, რომ თურქეთი, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების 30 პროცენტს ღაზაზე, არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტ დახმარებას უწევს პალესტინელებს.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის ვიზიტმა თურქეთში, რომელიც 13 მაისს არის დაგეგმილი, მეზობელ ქვეყანაში მღელვარება გამოიწვია. ბერძნულ პრესაში, 14 თვიანი პოზიტიური ატმოსფეროს შემდეგ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის ბოლო განცხადებას, რომელშიც ის დიალოგსა და დიპლომატიაზე საუბრობს, საბერძნეთისთვის მეგობრულ ხელზე მეტს ნიშნავს.

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით, გასულ წელს ართვინში, მდინარე ჭოროხზე მდებარე კაშხლის ტბებსა და ზღვაზე დაფუძნებულ ობიექტებში 14 ათას 400 ტონა თურქული ორაგული იქნა წარმოებული. კალმახი, რომელსაც თურქულ ორაგულს უწოდებენ, ექსპორტზე გადის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იაპონიასა და რუსეთში.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ეკონომიკური მენეჯმენტის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან და საშუალოვადიანი პროგრამის მიზნებისადმი მუდმივ ერთგულებასთან ერთად, საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტოების პოზიტიური გადაწყვეტილებები აგრძელებს ინტერესის გაზრდას თურქული ლირის (TL) აქტივების მიმართ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები