თურქული პრესა 13.05.2024

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

2138629
თურქული პრესა 13.05.2024

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ, „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საბერძნეთის გაზეთ Kathimerini-სთან საუბრისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების შესახებ შეფასებები გააკეთა. შეფასებების დროს, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების მნიშვნელობაზე ხაზგასმით, ერდოღანმა თქვა: „ჩვენს ხელშია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმუხტვა, რომლებიც ორ კედელს შორის არიან მოქცეული და დახსნას ელოდებიან. ჩვენ ვმუშაობთ მარადიული მშვიდობისთვის.“

გაზეთ, „Star“-ის მიხედვით, ბელგიის პრინცმა ლორანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთი თავდაცვის ინდუსტრია საუკეთესოთა შორის აიყვანა. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ასევე გამოხატა თავისი ღრმა მადლიერება თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო და თქვა: „თურქეთს დიდი პოტენციალი აქვს. თურქეთი არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია გვაჩვენოს, თუ როგორ შეგვიძლია საკუთარი თავის გაუმჯობესება. ვფიქრობ, ევროპას აქვს რაღაც სასწავლი სხვა ქვეყნებისგან“.

გაზეთ, „Sabah“-ის ეკონომიკური მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთიდან თაფლის ექსპორტმა იანვარ-აპრილის პერიოდში 11 მილიონ 477 ათას 245 დოლარს მიაღწია. ყველაზე მეტი ექსპორტი აშშ-ში, გერმანიასა და ესპანეთში განხორციელდა.

გაზეთი, „Vatan“-ი იუწყება, რომ წელს ანტალია სტუმრებს 812 სასტუმროში მასპინძლობს, აქედან 418, 5 ვარსკვლავიანია. ანტალია, რომელიც გასულ წელს 16 მილიონზე მეტმა უცხოელმა ტურისტმა მოინახულა, წელს ახალი რეკორდის მოხსნას ელოდებიან. ანტალიის სასტუმროები გამოირჩევა მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი აქტივობით.

გაზეთი, „Haber Türk“-ი წერს, რომ ეროვნულმა მშვილდოსანმა მეთე გაზოზმა გერმანიის ქალაქ ესენში გამართულ ჩემპიონატის ფინალში სლოვენიელი მეტოქე დენ ჰაბჟან მალავასიჩი 6-0 დაამარცხა ევროპის ჩემპიონი გახდა. ეროვნულმა სპორტსმენმა, რომელმაც 2020 წლის ოლიმპიური ტიტული და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, კარიერაში პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონი გამხდარიყო.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები