თურქული პრესა 24.06.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1847705
თურქული პრესა 24.06.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „როგორც თურქეთი, ჩვენ კონსტრუქციულ როლს ვთამაშობთ შავ ზღვაში მარცვლეულის დერეფნის თაობაზე. სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაზე რუსეთისგან დადებით პასუხს ველით“.

გაზეთი „Yeni Şafak“-იც ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისრაელის და თურქეთის ურთიერთობები ორმხრივი და რეგიონალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. მინისტრის თქმით, მათ დიპლომატიური წარმომადგენლობის და ელჩების დანიშვნის თაობაზე მუშაობა დაიწყეს.

გაზეთი „Sabah“-ი ფუათ ოქტაის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ვიცე-პრეზიდენტმა ფუათ ოქტაიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის სტაბილურობისთვის რაც თუ საჭიროა, ყველა ზომის გატარებისთვის მზად არიან, ყველა სახელმწიფო დაწესებულებით.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ საავიაციო კომპანია Baykar-ის მხრიდან შემუშავებულა, შეიარაღებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, Bayraktar AKINCI TİHA-მ ახალი რეკორდი დაამყარა. მან ცის სიმაღლეზე 45,118 ფუტამდე (13,716 მეტრი) ასვლა შესძლო.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის ფეხსაცმლის მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა აჰმედ აიდანმა განაცხადა, რომ თურქული ფეხსაცმელი მაღალი ხარისხის გამო ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებით ესპანეთში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში მოთხოვნები საგრძნობლად გაიზარდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები