თურქული პრესა 25.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1832152
თურქული პრესა 25.05.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საპრეზიდენტო კომპლექსში გამართულ მრჩეველთა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი, ისევე როგორც ისტორიის მანძილზე, დღესაც ზურგს არ აქცევს არც ერთ ჩაგრულ ადამიანს, რომელიც მის საზღვრებთან მივა და თავს მის ტერიტორიას აფარებს.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში თურქეთის მიერ უსაფრთხოდ ქცეულ რაიონებში დაბრუნებულ ადამიანთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა. მისივე თქმით, ამ რეგიონებში საერთაშორისო დაფინანსებით ასაშენებელ დასახლებებში ისინი ბევრად მეტი სირიელის დაბრუნებას უზრუნველყოფენ.

თურქეთმა, რომელმაც 2016 წლიდან მოაწყო 4 დიდი ოპერაცია სირიის ჩრდილოეთით „უსაფრთხო ზონის“ შესაქმნელად, მეხუთე ოპერაციისთვის მზადება დაასრულა. - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ახალი ოპერაციის შესაძლო სამიზნეები, რომლებიც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიუთითა, არის ტელ რიფატი, აინ-ელ არაპი, აინ ისა და მანბიჯი, რომლებიც ჯერ კიდევ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ს ოკუპაციის ქვეშ არის.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გეოგრაფიულად და სტრატეგიულად საკვანძო, ყველა მოკავშირე ქვეყნისთვის კი მნიშვნელოვანი ქვეყანაა და დაამატა: „თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად არის დაზარალებული ტერორისტულ თავდასხმებით. ბევრად მეტად, ვიდრე ნატოს ნებისმიერი სხვა მოკავშირე ქვეყანა."

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ პალესტინის მხარდაჭერა კვლავაც იქნება თურქეთის პრიორიტეტი. მისივე თქმით, თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად იცავს პალესტინას. „ჩვენ გავაგრძელებთ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოსთვის ბრძოლაში ჩვენი პალესტინელი ძმების გვერდში დგომას“. - განაცხადა ჩავუშოღლუმ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები