თურქული პრესა 20.05.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1829676
თურქული პრესა 20.05.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, 1919 წლის 19 მაისის 103 წლის იუბილე, როდესაც გაზი მუსტაფა ქემალ ათათურქი ბანდირმას გემით სამსუნში გაემგზავრა დამოუკიდებლობის ჩირაღდნის დასანთებლად, მთელმა თურქეთმა იზეიმა. პანდემიის შემდეგ მოედნები გაივსო და ანკარაში ანითქაბირი ზეიმის ცენტრად გადაიქცა.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთის მიერ შვედეთისა და ფინეთის ნატოში განაცხადების ვეტოს შესახებ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა: "ჩვენ არ შეგვიძლია ვუთხრათ "დიახ" მათ, ვინც მხარს უჭერს PKK/YPG-ს. შვედეთი ტერორის ბუდეა. თუ ერთი ქვეყანა ამბობს არას, ნატოში ვერ მიიღებენ".

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, განაცხადა, რომ რუსეთისა და უკრაინის წარმოებისა და ექსპორტის შესძლებლობების შემცირება პირდაპირ გავლენას მოახდენს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებაზე და დაამატა: „იმისათვის, რომ ამ ომმა კიდევ უფრო არ გააუარესოს შიმშილობის კრიზისი, საერთაშორისო თანამშრომლობა გვჭირდება“. - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ სრულიად უარვყოფთ საბერძნეთის ოფიციალური ორგანოების მიერ უსაფუძვლო „პინტოს“ ბრალდებების წლისთავის საბაბით გაკეთებულ უაზრო განცხადებებს, რომელბიც მთლიანად ამახინჯებს ისტორიას“.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, მეოთხე საბურღი გემი, რომელიც შეუერთდება თურქეთის ფლოტს, მერსინის თაშუჩჯუს პორტში შევიდა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა თქვა: „თაშუჯუს პორტში ორთვიანი მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ ჩვენი გემი პირველ ბურღვას დაიწყებს“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები