თურქული პრესა 21.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1750342
თურქული პრესა 21.12.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა აფრიკასთან ვაჭრობის მოცულობა 5,4 მილიარდი დოლარიდან 30 მილიარდ დოლარამდე გაზარდა, ახლა კი ეს მიზანი 50 მილიარდ დოლარამდე, შემდეგ კი 75 მილიარდ დოლარამდე უნდა გადაიზარდოს. „როგორც ერი, რომელსაც არ აქვს სირცხვილი კოლონიალიზმის ისტორიაში, ჩვენ ვცდილობთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა აფრიკის კონტინენტთან მომგებიანი და თანაბარი პარტნიორობის საფუძველზე“, - აღნიშნა ერდოღანმა.

გაზეთი „Hürriyet“-ი ნურედდინ ნებათის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ხაზინისა და ფინანსთა მინისტრმა ნურედდინ ნებათიმ სოციალურ ქსელ Twitter-ის ანგარიშიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა: „ ჩვენი პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური მანიფესტით (რომელიც თურქულ ლირას გააძლიერებს), ჩვენ ვაგრძელებთ გზას უფრო მტკიცედ, ვიდრე გუშინ. ამისათვის კი არავის არ უნდა ჰქონდეს ეჭვი. ახალი თურქული მოდელით, რომელიც ორიენტირებულია ინვესტიციებზე, წარმოებაზე, დასაქმებასა და ექსპორტზე, გამარჯვებული იქნება თურქეთის ეკონომიკა.“

„სომხეთთან ფრენები იწყება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთმა გადადგა ნდობის აღდგენის ნაბიჯები რეგიონის სტაბილურობისთვის და დასძინა, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ფრენები უახლოეს მომავალში დაიწყება. მისივე თქმით, ასევე უმოკლეს ხანაშიც ორი ქვეყნის სპეციალური წარმომადგენელი პირველ შეხვედრას გამართავენ. მან ბოლოს კიდევ ერთხელ მტკიცედ აღნიშნა, რომ სომხეთთან დაკავშირებით გადადგმულ ყველა ნაბიჯზე, აზერბაიჯანთან კონსულტაციით დგამენ.  

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ფერიდუნ სინირლიოღლუმ გაეროს უშიშროების საბჭო ‘ჰეშტეგის’ გამო გააკრიტიკა და აღნიშნა: „ჰეშტეგი კარგია, მაგრამ სახლი, სადაც ცხოვრება შეიძლება უკეთესია. ვშიშობ, ისტორია აღწერს ამ საბჭოს, როგორც ჰეშთეგების თაობას. საბჭოზე ყოველთვიურად ვიკრიბებით, სიტყვით გამოვდივართ, შემდეგ Twitter-ის ანგარიშიდან მესიჯს ვავრცელებთ და ვბრუნდებით. შემდეგ კი ისევ თავიდან ვიწყებთ. ეს არის ის, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ?“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საჯარო დაწესებულებების წყალობით, თურქეთმა აზიისა და აფრიკის 22 ქვეყანაში 34000-ზე მეტი წყლის ჭა გაბურღა რა, მთლიანობაში ამ ორ კონტინენტზე 18 მილიონზე მეტ ადამიანს უკვე აქვს წვდომა სუფთა წყალზე.  

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები