თურქული პრესა 25.11.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1738396
თურქული პრესა 25.11.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოწვევით თურქეთში ჩამოსულ აბუ-დაბის პრინც, შეიხი მუჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანისთან გამართული პირისპირი შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის 9 მიმართულებით  ხელშეკრულებები გაფორმდა, რომელიც მოიცავს პირდაპირ ინვესტიციებს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიაში ადგილობრივი F-16 საბრძოლო მასალის სერიული წარმოება იწყება. საკითხთან დაკავშირებით მეგობარ და მოკავშირე ქვეყნებთან ექსპორტზე ორიენტირებული მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„თურქსატ 5B დეკემბრის ბოლოს გაიტყორცნება“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ, ადილ ქარაისმაილოღლუს განცხადებით, თურქსატი (Türksat),  თურქეთის  სატელიტური კომუნიკაციებისა და საკაბელო ტელევიზიის ოპერაციების კომპანია კოსმოსში 5B სატელიტს, აშშ-ს ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალის ბაზიდან დეკემბრის ბოლოს გატყორცნიან.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის და განვითარების სააგენტომ (TİKA) ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე ალადინის გოგონების ბავშვთა სახლს საკვები და დასუფთავების მასალები მიაწოდა.

გაზეთ „Sabah“-ის ეკონომიკის მიმომხილველი იუწყება, რომ პანდემიის მიუხედავად  თურქეთიდან მიმდინარე წლის პირველი 10 თვის განმავლობაში, თურქული ორაგულის 120 მილიონ 946 ათას 674 დოლარის ღირებულების ექსპორტი განხორციელდა. ყველაზე მეტი ექსპორტი (80%) რუსეთში განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები