თურქული პრესა 28.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1726115
თურქული პრესა 28.10.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, აფრიკის სახელმწიფო  ჩადის გარდამავალ პრეზიდენტთან, მაჰამათ იდრის იტნოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „ჩვენ მიზნად ვისახავთ ჩადთან კომერციული ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენი მიზანია ვაჭრობის მოცულობა უახლოეს ხანებში 200 მილიონ დოლარამდე გავზარდოთ.“ ერდოღანის თქმითვე, დიდად მადლობელნი არიან ამ ქვეყნის მიმართ, რადგან, ჩადის ხელისუფლებამ, ანკარას ღია მხარდაჭერა აღმოუჩინა ტერორისტული ორგანიზაცია FETO/ფეტოს-ს წინააღმდეგ ბრძოლაში, წერს საბაჰი.

Hürriyet-ი იუწყება, რომ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა, გუშინ, სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტის უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან და განიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, ასევე F-35/F-16 გამანადგურებლების, გლობალური კლიმატური ცვლილებების ავღანეთის, სირიის, ლიბიის, მთიანი ყარაბაღის, საბერძნეთის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის და სხვა აქტუალური რეგიონალური თუ საერთაშორისო  საკითხები.

Vatan-ი, თურქული უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელი კომპანიის, “ბაიკარის“ მიერ სოციალურ ქსელ ტვიტტერით გავრცელებულ განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც აღნიშნულია, რომ “Bayraktar TB2“ ტიპის სამხედრო უპილოტოების კიდევ ერთ ქვეყანაში ექსპორტირებას განახორციელებენ. თუმცა, ამავე განცხადებაში არ არის მოხსენიებული იმ  ახალი ქვეყნის სახელი, რომელშიც განხორციელდება სამხედრო უპილოტოების ექსპორტი.

“სტამბულის აეროპორტი, ევროპის ყველაზე საუკეთესო აეროპორტად აირჩიეს“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: საერთაშორისო აეროპორტების საბჭოს (ACI) მიერ ორგანიზებულ "ACI Europe Awards"-ის ფარგლებში, სტამბულის ახალი აეროპორტი, "ევროპის ყველაზე საუკეთესო და ხელმისაწვდომ აეროპორტად" იქნა არჩეული რა, სპეციალური პრიზითაც იქნა დაჯილდოებული.

Star-ი ეკონომიკურ გვერდზე იტყობინება, რომ მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში, თურქეთიდან მსოფლიოს 83 ქვეყანაში, 125 მილიონი დოლარის ღირებულების ყვავილი იქნა ექსპორტირებული. ამავე ინფორმაციით, ყველაზე მეტი ყვავილი გატანილ იქნა ნიდერლანდებში, ინგლისში, გერმანიაში, უზბეკეთში, რუმინეთში და ბულგარეთში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები