თურქული პრესა 22.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1723491
თურქული პრესა 22.10.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანგოლადან, ტოგოდან და ნიგერიიდან დაბრუნებისას თვითმფრინავში ჟურნალისტებთან შეფასებები გააკეთა და აქტუალური საკითხების შესახებ შეკითხვებს უპასუხა. ერდოღანმა აღნიშნა: "ჩვენ ასე თუ ისე მივიღებთ ჩვენს 1 მილიარდ 400 ათას დოლარს (ამერიკისთვის F-35-ებისთვის გადახდილი). ჩვენ არ დავუშვებთ თურქეთის უფლებების შელახვას."

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთმა და სამხრეთ კორეამ უნდა იმუშაონ ერთად, რათა ორმხრივი ვაჭრობა მდგრადი იყოს. „ამ მიზნით შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ეროვნული ვალუტები კომერციულ ურთიერთობებში, ჩვენს ცენტრალურ ბანკებს შორის swap-ის შეთანხმების საფუძველზე.“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა განაცხადა, რომ თურქეთსა და აფრიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და თურქეთ-აფრიკას შორის სავაჭრო მოცულობამ, რომელიც 2003 წელს 5,4 მილიარდი დოლარი იყო, 2020 წელს 25,3 მილიარდ დოლარს მიაღწია. - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა რიგით მესამე თურქეთ-აფრიკის ეკონომიკური და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, რომელიც სტამბოლის კონგრესის ცენტრში ჩატარდა საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) ვაჭრობის სამინისტროსა და აფრიკის კავშირის კომისიის (AUC) თანამშრომლობით. ერთობლივი განცხადების თანახმად, ფორუმმა წაახალისა კერძო სექტორი ინვესტიციები განახორციელოს ტექნოლოგიაში, ტურიზმში, სოფლის მეურნეობაში, ელექტროენერგიის გამომუშავებაში, გადაცემის და განაწილების ობიექტებში და სერვისებში, ავიაციაში, საზღვაო, განათლების, ჯანდაცვის და ნულოვანი ემისიის პრიორიტეტულ სფეროებში.

და ბოლოს გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მარდინის დარგეჩითის რაიონში გათხრების დროს აღმოაჩინეს 12 ათასი წლის წინანდელი სალოცავი. ვარაუდობენ, რომ ტერიტორიას, სადაც გათხრები ჩატარდა, უფრო ძველი ისტორია აქვს, ვიდრე გობექლითეფეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები