თურქული პრესა 30.09.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1712596
თურქული პრესა 30.09.2021

 

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტს პუტინს შორის პირისპირი შეხვედრისას კრიტიკული საკითხები იქნა განხილული. შეხვედრის დაწყებამდე, სადაც განიხილებოდა სირიაში განვითარებული მოვლენები, პრეზიდენტმა ერდოღანმა თქვა: ”ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ერთად ვდგამთ სირიასთან დაკავშირებით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იქ მშვიდობა ასევე დამოკიდებულია თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე.”

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, ამერიკული გაზეთის New York Times-ის ჟურნალისტთან საუბრისას პრეზიდენტმა ერდოღანმა უარყო კრიტიკა იმის თაობაზე, რომ თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენებამ ნატო-ს ალიანსი დააზარალა. "ამერიკელებს რომ მოეყიდათ პატრიოტის სარაკეტო თავდაცვის სისტემა თურქეთისთვის, ჩვენ არ მოგვიწევდა S-400- ების ყიდვა."-განაცხადა ერდოღანმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ბაიკარ“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უპილოტო საფრენი აპარატის (İHA) ერთობლივი  ტექნიკური და სასწავლო ცენტრის მშენებლობის შესახებ. - წერს გაზეთი „ვათანი“. შეთანხმების თანახმად, ბაიკარი ააშენებს უპილოტო საფრენი აპარატების მოვლის, მოდერნიზაციისა და სწავლების ცენტრს ვასილკოვის რეგიონში, რომელიც ეკუთვნის უკრაინულ არმიას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თურქეთისგან 7 ერთეული TB2 უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ განახლებადი ენერგიის არსებული დადგმული სიმძლავრით თურქეთი მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და მე-5-ზე ევროპაში. დონმეზმა თქვა: ”ჩვენ გვჯერა, რომ ვიქნებით პიონერი და სანიმუშო ქვეყანა მზის და ქარის ენერგიაშიც. როგორც ამ რწმენის უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელი, ჩვენ მაქსიმალურად გავზარდეთ მზისა და ქარის ენერგიაში ჩვენი ინვესტიციები.”

და ბოლოს, გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, საფრანგეთის საგარეო ვაჭრობისა და ინვესტიციების მინისტრმა, ფრანკ რიესტერმა განაცხადა, რომ თურქეთსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა ძალზედ მნიშვნელოვანია. "გასულ წელს ჩვენ 14 მილიარდი ევროს ურთიერთვაჭრობა განვახორციელეთ. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო თვეებში ორმხრივი ვაჭრობა დაჩქარდა. ამიტომ წელს ჩვენ ვაპირებთ მივაღწიოთ 16 მილიარდ ევროს." - განაცხადა რიესტერმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები