თურქული პრესა 23.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1663349
თურქული პრესა 23.06.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ადგილობრივი წარმოების ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინით, რომლის მესამე ფაზაში პირველი გამოყენება მოხდა, თურქეთში ახალი პერიოდის კარი გაიხსნა და ვაქცინის სახელია 'TURKOVAC'.

გაზეთი „საბაჰი“-ს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ერდოღანმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიოში ვაქცინების უსამართლოდ განაწილებასთან დაკავშირებით განაცხადა: „85 ღარიბ ქვეყანას ვაქცინასთან წვდომის შესაძლებლობა არ აქვს. ვაქცინის და მედიკამენტის გამოყენება სამართლიანი ფორმით ყველა ქვეყნისთვის უნდა გაიხანას.“ ერდოღანმა დასძინა, რომ თურქეთის ადგილობრივი ვაქცინა მთელი კაცობრიობის ვაქცინა იქნება.  

ევროპის კომისიის თავმჯდომარე ურუსლა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა თურქეთთან მიგრანტების შესახებ შეთანხმება უნდა განაახლოს - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ტექნიკური დელეგაცია ავღანეთში, ქაბულში მდებარე ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტის საკითხზე მოსალაპარაკებლად ხვალ თურქეთში ჩამოვა.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ ტურისტული სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, ახალი ზომებისა და გადაწყვეტილებების შემდეგ თურქეთის სანაპიროებზე მოთხოვნები და ჯავშნების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. რუსეთის მიერ ფრენებზე ნებართვის გაცემის შემდეგ საჰაერო მიმოსვლა პირველივე დღეს 30%-ით გაიზარდა. გასულ წელს 16 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა, წელს კი მოლოდინი უკვე 20 მილიონზე მეტია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები