თურქული პრესა 07.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1616284
თურქული პრესა 07.04.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და  ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის შეხვედრა, ზოგადად დადებით ატმოსფეროში ჩაიარა რა, პრეზიდენტმა, ევროკავშირთან თურქეთის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი საბოლოო მიზანი კავშირის წევრობაა.

გაზეთი „YeniŞafak“-ი წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „ევროკავშირი, თურქეთთან  ეკონომიკური, მიგრაციის და ხალხებს შორის კავშირების გასაუმჯობესებლად, მზად არის კონკრეტული დღის წესრიგი შესთავაზოს.“

გაზეთი „Hürriyet“-ი „ბლუმბერგი“-ს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ამერიკული ეკონომიკური გაზეთი „ბლუმბერგი“ წერს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან მთაინ ყარაბაღში მიღწეულ წარმატებებში, თურულ ბაირაქტარ TB2 SİHA-ებს (შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები), რომლებიც ლიბიაშიც იქნა გამოყენებული, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ  განაცხადა, რომ „turkishsouq.com“ პლატფორმის საშუალებით დიდი ბრიტანეთიდან იტალიის, შვედეთის, პორტიგალიის, კანადის, რუსეთის და ბრაზილიის ჩათვლით 47 განსხვავებული ქვეყნიდან დაახლოებით 300 ათასი პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციამ (EUROCONTROL) 1-31 მარტის  ფრენების სიხშირის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სტამბოლის აეროპორტი 17,407 ფრენის განხორციელებით ევროპის მწვერვალზეა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები