თურქული პრესა 06.04.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1615647
თურქული პრესა 06.04.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 1936 წლის მონტროს შეთანხმების მიღწვები თურქეთისთვის მნიშვნელოვანია და მანამ, სანამ უკეთესისთვის შესაძლებლობა გამოჩნდება, ამ შეთანხმების ერთგული იქნებიან. მისივე თქმით, მომავალში თუ ქვეყნისთვის საჭიროება გაჩნდება, უკეთესისთვის უარს არ იტყვიან შეთანხმებების გადახედვაზე.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, პრეზიდენტი ერდოღანი ტელეფონით დაუკავშირდა კოსოვოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ვიოსა ოსმანი-სადრიუს და მიულოცა. ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა თურქული საზოგადოების, ახალი მთავრობის შექმნისა და საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში კონსტრუქციულ პოზიციაზე და გამოთქვა რწმენა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული ძმური და მეგობრული ურთიერთობები ახალი პერიოდშიც განმტკიცდება. ერდოღანი ასევე ტელეფონით ესაუბრა კატარის ემირს ალ სანის და ორმხრივი და რეგიონალური საკითხები განიხილა.  

თურქეთის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჰუსეინ ილდირიმმა, განაცხადა, რომ რუსეთთან კოსმოსის საკითხში შესაძლოა ახლო მომავალში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმონ - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. „ეროვნული მიზნების შესაბამისად განსაზღვრულ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ვამყარებთ. რუსეთის ჩათვლით ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობის საკითხზე მუშაობას ვაწარმოებთ და ახლო მომავალში ვგეგმვთ შეთანხმებების დადებას.“-თქვა ილდირიმმა.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ახალი პლატფორმა იქმნება. ხელმოწერილი პროტოკოლით ჯანდაცვის თაოსნობით ერთობლივი ტურისტული პლატფორმა შეიქმნება. ეს შეთანხმება ორ ქვეყანას შორის მოგზაურთა რაოდენობას სერიოზულად გაზრდის.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის საზღვრის მიღმა ოპერაციებში დიდი როლის შემსრულებელი თურქული შეიარაღებული უპილოტო აპარატების გამომგონებელმა სელჩუქ ბაირაქტარმა ახალი პროექტის შესახებ განცხადება გააკეთა. ბაირაქტარის თქმით, უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის მუშაობას აგრძელებენ.  


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები