თურქული პრესა 05.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1595651
თურქული პრესა 05.03.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, გუშინ ბინგოლიდან თათვანში მიმავალმა სახმელეთო ძალების კუთვნილმა Cougar-ის ტიპის ვერტმფრნმა კატასტროფა განიცადა. ვერტმფრენში მყოფი 11 სამხედრო დაიღუპა, 2 კი დაშავდა. პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა მომხდართან დაკავშირებით ეროვნული თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარისგან ინფორმაცია მიიღო. ერდოღანმა დაღუპული სამხედროების ოჯახებს და თურქეთის შეიარაღებულ ძალებს სამძიმარი გამოუცხადა, დაშავებულ სამხედროებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა გუშინ ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ლიდერების მე-14 სამიტზე განაცხადა, რომ გლობალურ კატასტროფად გადაქცეულ ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლიაში ძლერი თანადგომით არის გამარჯვება შესაძლებელი. მისივე თქმით, ასევე ირანის წინააღმდეგ დაწესებული ცალმხრივი სანქციების დასრულება თავის წვლილს შეიტანს რეგიონის კეთილდღეობაში.

თურქული თავდაცვის სამრეწველო კომპანია Nurol Teknoloji მტვერს ეროვნულ ჯავშნად აქცევს -  წერს გაზეთი „სტარი“. მათ მიერ შემუშავებული პროცედურებით წარმოებული ბორის კარბიდის კერამიკის საშუალებით თურქეთის სახელი ამ სფეროში მსოფლიოს ქვეყნების მცირერიცხოვან ჩამონათვალში მოხვდა. ტექნიკური კერამიკით, რომელიც ასევე გამოიყენება ჯავშანტექნიკაში, კომპოზიტურ ქსოვილებთან ერთად გამოყენებით, შეიძლება უფრო მაღალი დონის დაცვის მქონე მსუბუქი ჯავშნის დამზადება.

ჰურიეთის თანახმად, რუსეთის ტუროპერატორების გაერთიანება აცხადებს, რომ თურქეთში კოვიდ-19-ის შეზღუდვების მოხსნასთან ერთად რუსეთის მოქალაქეებმა დასასვენებლად ისევ თურქეთი აირჩიეს. რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმ ქვეყენბს შორის, რომლებსაც ინგლისელები წელს დასასვენებლად უპირატესობას ანიჭებენ, ერთ-ერთი თურქეთია.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ინფორმაციით, კალათბურთში თურქეთის ავიახაზების თასზე ევროპის ლიგის 27-ე კვირაში „ანადოლუ ეფესმა“ ესპანეთის „ვალენსია ბასკეტი“ მის მოედანზე 99-83 დაამარცხა. ამ შედეგით „ანადოლუ ეფესმა“ ღონისძიებაზე მე-16 გამარჯვებ მოიპოვა. „ვალენსიამ“ კი მე-13 დამარცხება იწვნია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები