თურქული პრესა 22.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1569004
თურქული პრესა 22.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) ეპიდემიის პროცესში როგორც საავადმყოფოს მომსახურებით ასევე ვაქცინაციის გეგმით თურქეთი ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა. კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კუთხით თურქეთი პირველ 10 ქვეყანას შორის არის.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელმაც ბრიუსელში შეხვედრები გამართა, განაცხადა ”თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობებში მნიშვნელოვანია პოზიტიური ატმოსფეროს შექმნა. კონკრეტული ნაბიჯები აუცილებელია მისი მდგრადობისთვის. ”

ალბანეთში მრავალხმიანმა მუსიკალურმა ჯგუფმა პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ტრადიციული სიმღერა შექმნა  -წერს გაზეთი „სტარი“. YouTube-ით გავრცელებულ სიმღერაში საუბარია თურქეთის და პრეზიდენტ ერდოღანის ალბანეთის მხარდაჭერაზე, ასევე ქალაქებში ლაჩსა და კურბინში მიწისძვრით დაზარალებულებისთვის აშენებულ სახლებსა და ფუერში აგებულ საავამდმყოფოზე.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ განსაკუთრებით ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული ინვესტიციები თურქეთს თავდაცვის ინდუსტრიაში უძლიერესთა ლიგაში გადაიყვანს და დაამატა: ”მე მჯერა, რომ თურქეთიდან შეძენილ „ბაირაქტარ“-ებსა და „ანკა“-ს ევროპის ცაზე ვიხილავთ.“

და ბოლოს, გაზეთ „ჰაბერთურქ“-ში მოყვანილია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფათიჰ დონმეზის განცხადება, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობა თურქეთთან. ”TANAP– დან ამ დროისთვის განხორციელდა დაახლოებით 9,1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ნაკადი, მათგან  4,9 მილიარდი 2020 წელში” - აღნიშნა მინისტრმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები