თურქული პრესა 14.01.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1563452
თურქული პრესა 14.01.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის ადგილობრივი და ეროვნული ინფრასტრუქტურის სიძლიერეს სასურველ დონეზე აიყვანენ. ერდოღანმა გუშინ საპრეზიდენტო კომპლექსში, რადიო ტელევიზიების ჟურნალისტთა ასოციაციის 2019 წლის მედია ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე, მყისიერი შეტყობინების პროგრამებთან დაკავშირებით აღნიშნა: "იმედი მაქვს, ჩვენ ადგილობრივს შევქმნით."

გაზეთი „საბაჰი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში თურქეთ-აზერბაიჯან-პაკისტანის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამიტზე ბევრ სფეროში მათ  თანამშრომლობა გადაწყვიტეს. ”ჩვენ გადავწყვიტეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ასამაღლებლად.” - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ინფორმაცია მიაწოდა მოსკოვში, ორშაბათს, მთიანი ყარაბაღის საკითხზე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან სამმხრივი შეხვედრის შესახებ - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ლიდერებმა გუშინ ტელეფონით ისაუბრეს. საუბრის დროს თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების განმტკიცების ნაბიჯები განიხილეს და მთიანი ყარაბაღის საკითხზე ცეცხლის შეწყვეტის კონტროლისა და ზედამხედველობისთვის თურქეთ-რუსეთის ერთობლივი ცენტრის საკითხის შეფასება მოხდა.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ გადაუდებელი გამოყენების ნებართვის მიღების შემდეგ პირველი CoronaVac-ის ვაქცინა ჯანდაცვის მინისტრს, ფაჰრეთინ ქოჯას, ანკარაში ქალაქის საავადმყოფოში გაუკეთდა. ქოჯამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა აუცილებლად უნდა აიცრას და დაამატა: "რადგანაც ვაქცინაცია არის ამ დაავადების პრევენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა. იმისთვის, რომ ჩვენ ჩვეულ, ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ, აუცილებლად უნდა გავიკეთოთ ვაქცინა."

და ბოლოს გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, მუსტაფა ვარანკმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ თურქეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ნოემბერში სამრეწველო წარმოება ყველაზე მეტად გაიზარდა. ”ჩვენი წარმოების ინდუსტრია, მიუხედავად სირთულეებისა, წლიურ ბაზაზე 11%-ით და ყოველთვიურ ბაზაზე 1.3%-ით გაიზარდა, რაც ბაზრის მოლოდინზე მეტია. ჩვენი მიზანია 2021 წელშიც გავაგრძელოთ წარმოების ეს ტენდენცია!" - განაცხადა ვარანკმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები