ერდოღანმა ებრაული თემის წარმომადგენლები მიიღო

“ მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ განახლებულ დიალოგს ისრაელის ლიდერებთან“

1751528
ერდოღანმა ებრაული თემის წარმომადგენლები მიიღო

 

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ანკარის საპრეზიდენტო კომპლექსში თურქეთის ებრაული თემისა და ისლამური ქვეყნების რაბინული ალიანსის წევრები მიიღო და მათთან საუბარში თქვა: „ჩვენ უნდა ვიყოთ სოლიდარულები ისლამოფობიასთან, ანტისემიტიზმთან და ქსენოფობიასთან ბრძოლაში, რომელიც ამ ბოლო წლებში განსაკუთრებით იზრდება დასავლეთის ქვეყნებში. გარდა ამისა, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის გარემოს გასაძლიერებლად. ჩვენ არ გვინდა დავინახოთ დაძაბულობა, კონფლიქტი და არეულობა ამ უძველეს გეოგრაფიაში, რომელიც სამივე მონოთეისტური რელიგიისათვის წმინდა ადგილებს შეიცავს.“ მისივე თქმით, თურქეთის ყველაზე დიდი სურვილია, რომ ახლო აღმოსავლეთში სხვადასხვა რელიგიის, ენისა და ეთნიკური წარმომავლობის საზოგადოებებმა ერთად და  მშვიდობიანად იცხოვრონ. თურქეთის პრეზიდენტის აზრით, პალესტინის საკითხზე გადადგმული თითოეული დადებითი ნაბიჯი, განსაკუთრებით იერუსალიმში, ხელს შეუწყობს არა მხოლოდ პალესტინელების, არამედ თვით ისრაელის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს ასევე სამი მონოთეისტური რელიგიისათვის წმინდა ქალაქ იერუსალიმში, სადაც პატივს სცემენ ყველა რელიგიური ჯგუფის სენსიტიურობას. “ამ მხრივ მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ განახლებულ დიალოგს როგორც ისრაელის პრეზიდენტ ჰერცოგთან, ასევე პრემიერ-მინისტრ ბენეტთანაც. თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ორი ქვეყნის, ასევე მთელი ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის," ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა.


საკვანძო სიტყვები: #ერდოღანი , #პრეზიდენტი

მსგავსი ინფორმაციები