თურქეთმა აშშ-ს ანგარიში გააკრიტიკა

თურქეთმა აშშ-ს ანგარიში გააკრიტიკა

2131802
თურქეთმა აშშ-ს ანგარიში გააკრიტიკა

თურქეთმა განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციები, რომელსაც იგი ახორციელებს თავდაცვის უფლების საფუძველზე, „მთლიანად მიმართულია ტერორისტული ელემენტებისა და შესაძლებლობების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი იყენებენ ტერორისტულ საქმიანობაში“.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ადამიანის უფლებათა 2023 წლის ანგარიში მოიცავს უსაფუძვლო ბრალდებებს, არარეალურ ინფორმაციას ისევე როგორც წინა წლებში.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მოხსენებას, რომელიც წელსაც „მომზადდა უცნობი წარმოშობის ბრალდებების და ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული წრეების ნათქვამის საფუძველზე“, არ ენდობიან და დამატებულია: „ჩვენი ქვეყანა ერთგულია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პრინციპებისა, მიუხედავად მრავალმხრივი და მძიმე ტერორისტული საფრთხეებისა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თურქეთის მიერ თავდაცვის უფლების საფუძველზე განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციები „მთლიანად მიმართულია ტერორისტული ელემენტების და იმ შესაძლებლობების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი იყენებენ ტერორისტულ საქმიანობაში“. იქვე ასევე აღნიშნულია: „აშშ-ს, როგორც მოკავშირე, რომელმაც კარგად იცის გამართლებული და ლეგიტიმური ბრძოლის ფარგლები ტერორიზმის ყველა ფორმის წინააღმდეგ, დაჟინების გაგება შეუძლებელია არათანმიმდევრულ განცხადებებში, რომლებიც ამახინჯებენ ფაქტებს“.

„ჩვენ ვიმეორებთ მოწოდებას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებების საკითხში საკუთარ გამოცდილებაზე და შეწყვიტოს პარტნიორობა ტერორისტულ ორგანიზაციებთან და მისი ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა ადამიანის უფლებების შესახებ“. - ნათქვამია განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები