თურქეთმა შეწყვიტა ინტენსიური კომერციული ურთიერთობა ისრაელთან

თურქეთმა შეწყვიტა ინტენსიური კომერციული ურთიერთობა ისრაელთან

2131701
თურქეთმა შეწყვიტა ინტენსიური კომერციული ურთიერთობა ისრაელთან

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ შეწყვიტეს ინტენსიური კომერციული ურთიერთობა ისრაელთან.

პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნულის შესახებ, დედაქალაქ ანკარაში გერმანიის პრეზიდენტთან ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ აქვთ ინტენსიური ურთიერთობა გერმანიასთან ყველა სფეროში, დაწყებული უშიშროებიდან ეკონომიკამდე და კულტურიდან მეცნიერებამდე.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ სურთ დღის წესრიგიდან მთლიანად ამოიღონ ის შეზღუდვები, რომლებსაც ისინი აწყდებიან თავდაცვის ინდუსტრიაში და თქვა: „ვიმედოვნებთ, რომ თურქეთი და გერმანია ამიერიდან ერთობლივ წარმოების პროექტებზე ისაუბრებენ და არა დაბრკოლებებზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში. ჩვენ შეხვედრაზე განვიხილეთ, თურქეთ-გერმანიის ურთიერთობები ყველა ასპექტში. ჩვენ გერმანიის ხელისუფლებისგან მეტ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ველით ტერორისტული ორგანიზაციების, FETÖ-ს და PKK-ს წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ ისრაელის ხოცვა-ჟლეტა ღაზაში. როგორც თურქეთი, ჩვენ პირველივე დღიდან მივიღეთ გადამწყვეტი, კეთილსინდისიერი და გაბედული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად და უწყვეტი და საკმარისი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას პალესტინელი ხალხისთვის. ჩვენ აღარ ვინარჩუნებთ ინტენსიურ კომერციულ ურთიერთობას ისრაელთან, ეს დასრულდა.“



მსგავსი ინფორმაციები