პრეზიდენტი ერდოღანი საად მაშალიანს წერილს უგზავნის

პრეზიდენტი ერდოღანი საად მაშალიანს წერილს უგზავნის

2131582
პრეზიდენტი ერდოღანი საად მაშალიანს წერილს უგზავნის

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი არ დაუშვებენ თუნდაც ერთი სომეხი მოქალაქის მარგინალიზაციას, გარიყულობას ან თავის სამშობლოში თავის, მეორეხარისხოვნად გრძნობას.

პრეზიდენტმა ერდოღანმა, თურქეთის სომეხთა ეპარქიის 85-ე პატრიარქს, საად მაშალიანს 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით წერილი გაუგზავნა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სამძიმარი გამოუცხადა ოსმალო სომეხებს, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) მძიმე პირობებში. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოსმალეთის მიწებზე ამ ომის შედეგად მიყენებულმა ნგრევამ ღრმა კვალი დატოვა მეხსიერებაში.

„ჩვენ არ მივცემთ უფლებას თუნდაც ერთი ჩვენი სომეხი მოქალაქე იყოს მარგინალიზებული, გარიყული ან თავი იგრძნოს მეორეხარისხოვნად თავის სამშობლოში. ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი თაობების დაცვის გზა ძალადობისა და ომისგან, რომელიც აკრავს მსოფლიოს, არის ჩვენი მომავლის ერთად აშენება, იმ გაკვეთილების ფონზე, რასაც ჩვენ საერთო ტკივილისგან ვისწავლით“, აცხადებს პრეზიდენტი ერდოღანი საად მაშალიანისათვის, 1915 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გაგზავნილ წერილში.



მსგავსი ინფორმაციები