ეროვნული თავდაცვის მინისტრი PKK/YPG-ს მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებს აფასებს

ეროვნული თავდაცვის მინისტრი PKK/YPG-ს მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებს აფასებს

1719566
ეროვნული თავდაცვის მინისტრი PKK/YPG-ს მხრიდან განხორციელებულ თავდასხმებს აფასებს

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, სირიის ჩრდილოეთი ნაწილიდან, თურქეთის მიმართულებით ტერორისტული ორგანიზაცია, PKK/YPG-ს მხრიდან განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები შეაფასა და განაცხადა: „პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ჩვენი უფლებების და ინტერესების დასაცავად, რაც საჭიროა გაკეთდება, როდესაც დრო დადგება. ჩვენი ვალია დავიცვათ ჩვენი კეთილშობილი ერის უფლებები.“

ჰულუსი აქარმა აღნიშნული განცხადება, ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და სამხედრო მენეჯმენტის პერსონალთან შეხვედრის დროს გააკეთა. მინისტრმა სიტყვით გამოსვლის დროს ისიც აღნიშნა, რომ ერაყში, სირიაში, ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებში და კვიპროსში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდებიან რა, მათი ქვეყნის და ერის ინტერესების და უფლებების დასაცავად, რაც საჭიროა ყველაფერს აკეთებენ და გააკეთებენ, როდესაც დრო დადგება.



მსგავსი ინფორმაციები