ჯანდაცვის მინისტრი: "18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 54%-ს მინიმუმ 1 დოზა ვაქცინა გაკეთებული აქვს"

ჯანდაცვის მინისტრი: "18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 54%-ს მინიმუმ 1 დოზა ვაქცინა გაკეთებული აქვს"

1665713
ჯანდაცვის მინისტრი: "18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 54%-ს მინიმუმ 1 დოზა ვაქცინა გაკეთებული აქვს"

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გუშინ 52 ადამიანი გარდაიცვალა და ამით დაღუპულთა მთლიანი რიცხვი 49 ათას 576 გახდა.

იმავე პერიოდში ჩატარებული იქნა 215 ათას 294 ტესტირება. დღიური მთლიანი შემთხვევების რაოდენობა 4 ათას 883-ია და აქედან ავად არის და სიმპტომები აღენიშნება 390 ადამიანს.

გამოჯანმრთელდა 5 ათას 937 ადამიანი, რითაც საერთო რიცხვი 5 მილიონ 275 ათას 231-მდე გაიზარდა.

ამავდროულად ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ თურქეთში გუშინ ადგილობრივი დროით 18.10 საათზე გამოყენებული კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების რაოდენობამ 47 მილიონ დოზას გადააჭარბა.

„18.10 საათზე დღემდე გაკეთებული ვაქცინების მთლიანმა დოზამ 47 მილიონს გადააჭარბა. 18 წელს გადაცილებული მოსახლეობის 54%-ს მინიმუმ 1 დოზა ვაქცინა გაკეთებული აქვს.“-აღნიშნა მინისტრმა ქოჯამ.



მსგავსი ინფორმაციები