პრეზიდენტმა ერდოღანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტის თქმით, ბაიდენმა გამოიყენა უსაფუძვლო, უსამართლო, არარეალური გამოთქმები

1628762
პრეზიდენტმა ერდოღანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გამოიყენა "უსაფუძვლო, უსამართლო, არარეალური გამოთქმები" საუკუნეზე მეტი ხნის წინ (1915 წ.) მომხდარი მტკივნეული მოვლენების შესახებ და დაამატა: „თურქს, თურქ ერს „გენოციდის“ იარლიყს ვერ მიაკრავთ.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა. მან 24 აპრილს ჯო ბაიდენის მიერ 1915 წლის მოვლენების ე.წ. „გენოციდად“ შეფასებაზე მწვავე რეაქცია გამოხატა და განაცხადა: ”ვფიქრობთ, რომ (ეს შეფასება) რადიკალური სომხური წრეების და ანტითურქული ჯგუფების ზეწოლით მოხდა.”

პრეზიდენტის თქმით, ბაიდენმა გამოიყენა უსაფუძვლო, უსამართლო, არარეალური გამოთქმები საუკუნეზე მეტი ხნის წინ მომხდარი მტკივნეული მოვლენების შესახებ და ასევე დასძინა: "თუ აშშ და ევროპა ისტორიის საკითხში ჩვენ გაგვეჯიბრება, ისინი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რომ სირცხვილით გარეთ ვეღარ გავლენ. ამას ჩვენ კი არა, ევროპელი ისტორიკოსები ამბობენ. თუ თქვენ ამბობთ გენოციდს, სარკეში უნდა ჩაიხედოთ და საკუთარი თავი შეაფასოთ."

”ოსმალეთის იმპერიას სომხური მოსახლეობა სხვაგან არ გაუგზავნია, ისინი თავიანთ მიწაზე გადასახლდნენ. (ამ ხალხს) ერთი კვირის ვადა მიეცათ, ვისაც საბაბი ჰქონდა, ამისგან გაათავისუფლეს... გაგზავნასა და გადასახლებას დაქვემდებარებული სომხების რაოდენობა ამერიკულ ანგარიშებშიც კი აღწერილია მაქსიმუმ 600 ათასი, რა ნამდვილი ციფრი კიდევ უფრო ნაკლებია.”-აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომეხთა მიერ მასობრივად მოკლული თურქების საერთო საფლავები ბევრგან იყო (იმ დროს), მაგრამ სომეხთა საერთო საფლავებს ვერსად შეხვდებით.

"24 აპრილს არაფერი მომხდარა ჰუმანიტარული ტრაგედიის სახელით. 1915 წლის 24 აპრილი არის დღე, როდესაც ოსმალეთის სახელმწიფომ დახურა მის წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაციები და დააპატიმრა მათი 235 ხელმძღვანელი. სომხური ბანდები არ დაპირისპირებიან თურქეთის არმიას ან შეიარაღებულ ჯგუფებს, რომლებიც ქალაქებს იცავდნენ, მათ ამოხოცეს დაუცველი ადამიანები. ფაქტები აშკარაა, თქვენ თურქებს, თურქ ერს „გენოციდის“ იარლიყს ვერ მიაკრავთ.... ისტორიაში მომხდარი მოვლენების გამოკვლევა და სიმართლის გამოვლენა ისტორიკოსებს უნდა მიანდონ და არა პოლიტიკოსებს. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ მივიღეთ პასუხი ჩვენს წინადადებაზე, რომ შეიქმნას ერთობლივი ისტორიული კომისია სომხური ბრალდებების შესახებ, რაზეც წლებია ვსაუბრიბთ.” - დასძინა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები