შირნაქსა და სიირტში დაიწყო ოპერაცია „ერენ-12 გულეშლი“

შირნაქსა და სიირტში 1317 პერსონალის მონაწილეობით დაიწყო ოპერაცია „ერენ-12 გულეშლი“

1611379
შირნაქსა და სიირტში დაიწყო ოპერაცია „ერენ-12 გულეშლი“

შირნაქსა და სიირტში 1317 პერსონალის მონაწილეობით დაიწყო ოპერაცია „ერენ-12 გულეშლი“.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს წინააღმდეგ და რეგიონში, სავარაუდოდ თავშეფარებული ტერორისტების გასანეიტრალებლად შირნაქსა და სიირტში ოპერაცია „ერენ_12 გულეშლი“ დაიწყო.

ოპერაციაში, შირნაქის ჟანდარმერიის რეგიონალური სარდლობის მეთაურობით ჟანდარმერიის კომანდოსების, ჟანდრმერიის სპეცდანიშნულების ძალების, პოლიციის სპეცდანიშნულების ძალების და უსაფრთხოების დამცველთა ჯგუფების 1317 პერსონალი, 83 ოპერაციული ჯგუფი მონაწილეობს.

ამავდროულად, საზღვრის მიღმა ოპერაციების ფარგლებში სირიაში ოპერაცია „ევფრატის ფარის“ რეგიონში შეღწევის მცდელობის დროს PKK/YPG-ელი ორი ტერორისტი გაანეიტრალეს.



მსგავსი ინფორმაციები