თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 10 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა

174 ადამიანი გარდაიცვალა

1561659
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში  კოვიდ-19-ით დაინფიცირებული 10 301 ადამიანი გამოჯანმრთელდა

თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსით (კოვიდ-19) გარდაცვლილთა რიცხვი 22 981-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ,  ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ სოციალურ ქსელ,  Twitter-ით გაავრცელა.

„ბოლო 24 საათში 180 303 ტესტის პასუხი მივიღეთ. დადასტურდა ახალი 1003 შემთხვევა. რაც შეეხება დღიურს, 10 220  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  ყველა მცდელობის მიუხედავად კიდევ 174 პაციენტი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით,  ქვეყანაში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 2 336 476-მდე გაიზარდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე 2 208 451 პაციენტი კი  გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ბოლო 24 საათს, 10 301 პაციენტი გამოჯანმრთელდა“,  ნათქვამია  ჯანდაცვის მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკვანძო სიტყვები: #კორონავირუსი , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები