ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირება“-ს რეგიონში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირება“-ს რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს წევრების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

1832873
ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირება“-ს რეგიონში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა

ერაყის ჩრდილოეთში, ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირება“-ს რეგიონში სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს წევრების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაცია "კლანჭი-ბლოკირება"-ს რეგიონში, ტერორისტული ორგანიზაციის წევრების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპა ქვეითი კონტრაქტორი ჯარისკაცი, მეჰმედ მერალი.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია: „მომხდარის დროს, რომელმაც ღრმა ტკივილი და მწუხარება მოგვაყენა, გმირულად დაღუპული სამხედროს ოჯახს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებს და ჩვენს ერს სამძიმარს ვუცხადებთ და მოთმინებასა და გამძლეობას ვუსურვებთ“.



მსგავსი ინფორმაციები