ილჰამ ალიევმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

ილჰამ ალიევმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

2131329
ილჰამ ალიევმა მნიშვნელოვანი შეფასებები გააკეთა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საფრანგეთი, ინდოეთი და საბერძნეთი სომხეთს მისი ქვეყნის წინააღმდეგ აიარაღებენ.

„თუ ჩვენ სერიოზულ საფრთხეს დავინახავთ, შესაბამისი ზომების მიღება მოგვიწევს“, განაცხადა ალიევმა.

ილჰამ ალიევი  ბაქოს, ADA უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო ფორუმს სახელწოდებით „COP29 და მწვანე ხედვა აზერბაიჯანისთვის“ დაესწრო, სიტყვით გამოვიდა და შეკითხვებს უპასუხა.

სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მოლაპარაკებებზე საუბრისას, ალიევმა თქვა: „ჩვენ უფრო ახლოს ვართ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერასთან, როგორც არასდროს. ჩვენ მხოლოდ დეტალების მოგვარება გვჭირდება. მაგრამ, რა თქმა უნდა, ორივე მხარეს დრო სჭირდება“.

ალიევმა სომხეთის მიერ ახალი იარაღის შეძენაზეც ისაუბრა და თქვა: „საფრანგეთი, ინდოეთი და საბერძნეთი სომხეთს ჩვენს წინააღმდეგ აიარაღებენ. ისინი ამას ღიად აკეთებენ და ცდილობენ რაღაცის დამტკიცებას ჩვენთვის. ჩვენ არ შეგვიძლია დავჯდეთ და დაველოდოთ. სომხეთის მთავრობას და სხვა მოპასუხე მხარეებს ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება მკაფიოდ ვაცნობეთ. თუ ჩვენ დავინახავთ სერიოზულ საფრთხეს, მოგვიწევს შესაბამისი ზომების მიღება“.   

ილჰამ ალიევმა აღნიშნულ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლის დროს, აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობებზეც ისაუბრა და დასძინა: „თურქეთ-აზერბაიჯანის ერთიანობა, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. პარალელურად უნდა განხორციელდეს თურქეთისა და სომხეთის დაახლოება და აზერბაიჯანისა და სომხეთის ნორმალიზაცია“.



მსგავსი ინფორმაციები