ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში თავის ბაზებს აძლიერებს

ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში თავის ბაზებს აძლიერებს

2132242
ამერიკის შეერთებული შტატები სირიაში თავის ბაზებს აძლიერებს

ამერიკის შეერთებული შტატების არმიამ სირიის პროვინცია ჰასაკაში, სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK/YPG-ის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მდებარე თავის ბაზებზე 40 მანქანისგან შემდგარი დამატებითი სამხედრო ძალა გააგზავნა.

ადგილობრივი წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ძალების კოლონა ჰასაკაში ერაყსა და სირიას შორის მდებარე ალ-ვალიდის სასაზღვრო კარიდან გუშინწინ ღამით შევიდა.

კოლონა, რომელშიც ასევე შედიოდა ბრედლის ტიპის ჯავშანტრანსპორიოტი და რომელსაც ამერიკელი ჯარისკაცები გადაჰყავდა, პირველად ჰასაკას დაბა რუმეილანში მდებარე ბაზაზე მივიდა.

საწყვავის ტანკერებისგან, სამედიცინო და საბრძოლო მასალისგან შემდგარი კოლონა, რომელშიც შედიოდა 40 სამხედრო მანქანა, მოგვიანებით გადავიდა ჰასაკას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თელ-ბეიდერის ბაზაზე.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აქ თავისი ბაზების ევაკუაცია მოახდინა 2019 წლის ოქტომბერში თურქეთის მიერ ოპერაციის „მშვიდობის წყაროს“ დაწყებისთანავე და უპირატესობა მიანიჭა ნავთობის საბადოების ირგვლივ დასახლებებეს.

აშშ-ს ძალები, რომლებიც აგრძელებენ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს მხარდაჭერას, ამჟამად იმყოფებიან ტერორისტული ორგანიზაციის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ბევრ ბაზაზე და სამხედრო პუნქტში ჰასაკაში, რაქასა და დეირ ეზ-ზორის პროვინციებში.

ვაშინგტონი, PKK/YPG-ს ტერორისტების მიერ ოკუპირებულ ნავთობის საბადოებზე მდებარე სამხედრო ბაზებსა და პუნქტებში მუდმივად აგზავნის დამატებით ძალებს.


საკვანძო სიტყვები: #სამხედრო ბაზა , #სირია , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები