ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 54 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 54 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

2132036
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 54 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად ბოლო ერთ კვირაში 54 ტერორისტი განეიტრალდა.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ყოველკვირეული პრესსაინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც  მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ ბოლო მონაცემები იქნა გაჟღერებული.

შესაბამისად, ბოლო ერთ კვირაში სირიასა და ერაყში განხორციელებული ანტიტერორისტული ოპერაციების ფარგლებში, 54 ტერორისტი განეიტრალდა. რაც შეეხება, 2024 წლის პირველი იანვრიდან მოყოლებული, სირიის და ერაყის ჩრდილოეთში განეიტრალებულ ტერორისტთა რაოდენობამ 802 შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, PKK-ის კიდევ ორი ​​ტერორისტი, რომლებიც გადამწყვეტი ოპერაციების შედეგად გაიქცნენ ჩრდილოეთ ერაყის თავშესაფრებიდან, 21 აპრილს ჩაბარდნენ თურქ სამართალდამცველებს ჰაბურის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერაყში ვიზიტმა ასევე დააჩქარა თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წყაროები იუწყებიან, რომ ერაყთან მოლაპარაკებები „უსაფრთხოების ერთობლივი საკოორდინაციო ცენტრის“ პრინციპების დადგენის მიზნით გრძელდება.

თურქეთი ასევე დაეხმარება ერაყს სასაზღვრო უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებით.



მსგავსი ინფორმაციები