ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

1766218
ირანის, რუსეთის და ჩინეთის ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყო

ირანის, რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო. ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო, IRNA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  წვრთნები, სახელწოდებით, „2022 საზღვაო უსაფრთხოების სარტყელი“ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთით ტარდება და ეს სამი ქვეყნის მესამე ერთობლივი წვრთნებია.

წვრთნაში მონაწილეობენ ირანის საზღვაო ძალების და რევოლუციური გვარდიის არმიის ხომალდები და საჰაერო ნაწილები, ასევე რუსეთის და ჩინეთის საომარი და ლოგისტიკური მხარდაჭერის გემები.

წვრთნების პრესსპიკერმა, კონტრადმირალმა მუსტაფა თაჯედინიმ განაცხადა, რომ ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილი განხორციელებული წვრთნები ძალიან მნიშვნელოვანია.

„ეს წვრთნები არის ერთობლივი ძალისხმევა სამი ქვეყნის ინტერესების დასაცავად და მდგრადი საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც ოქროს სამკუთხედი და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა მსოფლიო ვაჭრობისთვის,“ განაცხადა წვრთნების პრესსპიკერმა მუსტაფა თაჯედინმა.

ხსენებულ ქვეყნებს შორის, ამ სახელწოდების პირველი ერთობლივი წვრთნები, 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა.



მსგავსი ინფორმაციები