ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის მედიკამენტებს შემოიტანენ

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის მედიკამენტებს შემოიტანენ

1760063
ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთიდან მაღალი ხარისხის მედიკამენტებს შემოიტანენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აპირებენ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზრის გახსნას თურქეთიდან ჩატანილი მედიკამენტებისთვის.

ღარიბაშვილმა მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გასული წლის ეკონომიკური მოვლენები შეაფასა და 2022 წელს გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა.

მან ფარმაცევტულ სექტორში მაღალ ფასებზე მიუთითა და განაცხადა, რომ შესაბამისმა სამინისტრომ მოამზადა ფარმაცევტული ბაზრის კვლევის ანგარიში და ამ მიმართულებით ეფექტური ცვლილებები განხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მათ თურქეთისგან მედიკამენტების შეძენა გადაწყვიტეს, რათა მედიკამენტებზე ფასები შემცირდეს და ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტები შეიტანონ.



მსგავსი ინფორმაციები