ერსინ თათარის პასუხი ბერძნულ მხარეს

ერსინ თათარის პასუხი ბერძნულ მხარეს

1736796
ერსინ თათარის პასუხი ბერძნულ მხარეს

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტმა ერსინ თათარმა განაცხადა, რომ კვიპროსელ თურქებს არ შეუძლია უარი თქვან თურქეთის გარანტორობაზე.

ერსინ თათარმა გავრცელებულ წერილობით განცხადებაში,  კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერის ნიკოს ანასტასიადესის ბრალდებებს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ „თურქეთს არასოდეს სურდა გარანტიების გაუქმება“ და დაადანაშაულა თურქეთი შეურიგებლობაში. ერსინ თათარმა განაცხადა, რომ ბერძნული მხარე, რომელიც აღწერდა კვიპროსის რესპუბლიკის დაარსებას (1959), როგორც ენოზისის პლაცდარმი, ცდილობდა შეეცვალა 1960 წლის გარანტიის ხელშეკრულება და მოეხსნა თურქეთის გარანტორობის უფლება, რომელსაც ისინი საფრთხედ თვლიდნენ, რესპუბლიკის პირველივე დღეებიდან.

ერსინ თათარი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერი ანასტასიადესი ცდილობს კვიპროსში არსებული ფაქტების დამახინჯებას ფრაზით „არავინ დაადანაშაულოს ბერძნული მხარე, მოდით შევხედოთ ისტორიულ პროცესს და გავიგებთ ვინ არის დამნაშავე“. თათარმა თქვა, რომ როდესაც ისინი უყურებენ ისტორიულ პროცესს, ნათლად ჩანს, რომ კვიპროსელი თურქი ხალხიც, კვიპროსის რესპუბლიკის დაარსების თანაბარი მონაწილეა. თათარი თავის განცხადებაში ასევე იმაზეც უსვამს ხაზს, რომ  კუნძულზე მცხოვრები თურქები იარაღის მუქარით შეეცადნენ გაერიყათ და ხოცვა-ჟლეტის ქვეშ იყვნენ.

„ამ მიზეზების გამო მთელი კვიპროსელი თურქი ხალხი ეწინააღმდეგება თურქეთის გარანტიის გაუქმებას, კვიპროსიდან თურქი ჯარისკაცების გაყვანას და 1974 წლამდე პერიოდის დაბრუნებას. ბერძნულმა მხარემ უნდა იცოდეს ეს და შეწყვიტოს უსაფუძვლო ოცნებების დევნა.

ჩემი რჩევა კვიპროსის ბერძნული მხარის ლიდერ, ანასტასიადისს, არის ის, რომ ის მიუდგეს ჩვენს მოწოდებებს დიალოგის, სამართლიანი, ხანგრძლივი და მდგრადი შეთანხმების შესახებ კვიპროსზე და 1974 წელს მიღწეული შეთანხმების გაგრძელებაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორი ცალკეული სუვერენული თანაბარი სახელმწიფოს არსებობას კვიპროსში, რომელიც რეგიონის საკეთილდღეოდაც იქნება“, აცხადებს ერსინ თათარი თავის განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები