ჰულუსი აქარი ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა

ჰულუსი აქარი ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა

1734917
ჰულუსი აქარი ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუქი აქარი თავის აზერბაიჯანელ კოლეგა, ზაქირ ჰასანოვს ტელეფონით ესაუბრა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰულუსი აქარმა და ზაქირ ჰასანოვმა სატელეფონო საუბრის დროს, სომხეთთან საზღვარზე არსებული დაძაბულობა განიხილეს.

სატელეფონო საუბრის დროს, აქარმა კიდევ ერთხელ გამოხატა თურქეთის სრული მხარდაჭერა აზერბაიჯანისადმი.

ცნობისათვის, სომხეთის არმიამ ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონების მიმართულებით ოპერაცია გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყო, რათა საზღვარზე რამდენიმე მაღალი ადგილი დაეკავებინა და უფრო ხელსაყრელი პოზიციები მოეპოვებინა. თავდასხმის შედეგად ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა. ამავე მიმართულებით ოპერაცია აზერბაიჯანის არმიამაც დაიწყო რა, თავდასხმის განხორციელებული სომეხი ჯარისკაცები განიარაღებეს და დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები