დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

1735066
დაძაბულობა აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე

რუსეთისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ შეტაკებები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე შეწყდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა საზღვარზე სიტუაციის დასტაბილურებისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადგეს.

„ამ დროისთვის ყარაყილისში საბრძოლო მოქმედებები შეჩერებულია, ვითარება ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდა და კონტროლს ექვემდებარება,“ აღნიშნულია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, ნათქვამია: „რუსეთის შუამავლობით, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტა ადგილობრივი დროით 17:30 საათისთვის გამოცხადდა.“

მეორეს მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართეს. კრემლიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინ-ფაშინიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული მდგომარეობა იქნა განხილული.

საკითხთან დაკავშრებით სატელეფონო საუბარი გაიმართა, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზაქირ ჰასანოვს შორისაც.

ცნობისათვის, სომხეთის არმიამ ლაჩინისა და ქალბაჯარის რაიონების მიმართულებით ოპერაცია გუშინ, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე დაიწყო, რათა საზღვარზე რამდენიმე მაღალი ადგილი დაეკავებინა და უფრო ხელსაყრელი პოზიციები მოეპოვებინა. თავდასხმის შედეგად ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა. ამავე მიმართულებით ოპერაცია აზერბაიჯანის არმიამაც დაიწყო რა, თავდასხმის განხორციელებული სომეხი ჯარისკაცები განიარაღეს და დააკავეს.



მსგავსი ინფორმაციები