უკრაინამ პირველად გამოიყენა თურქული სამხედრო უპილოტო

“Bayraktar TB2“-მა რუსი სეპარატისტების ჰაუბიცა გაანადგურა

1725750
უკრაინამ პირველად გამოიყენა თურქული სამხედრო უპილოტო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, თურქული წარმოების “Bayraktar TB2“ უპილოტო საფრენი აპარატით დონბასში, პრორუსი სეპარატისტების მიერ გამოყენებული ჰაუბიცა გაანადგურა და ამის ამსახველი კადრები გაავრცელეს ინტერნეტში. უკრაინის შეიარაღებული ძალების კუთვნილ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტა ჰაუბიცების გამოყენებით დაარღვიეს, რის შედეგადაც ერთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. ამავე განცხადებით,  ფაქტთან დაკავშირებით სეპარატისტებს ნოტა გაუგზავნეს ეუთოს სპეციალური მისიის მეშვეობით, მაგრამ შედეგი ვერ იქნა მიღებული და ამიტომ უკრაინის არმიამ პირველად გამოიყენა ჰაუბიცის წინააღმდეგ “Bayraktar TB2“ ტიპის უპილოტო და აიძულა სეპარატისტებს ცეცხლის შეწყვეტა. “უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტომ არ გადაკვეთა საკონტაქტო ხაზი და მართვადი რაკეტის გამოყენებით გაანადგურა სეპარატისტების კუთვნილი ჰაუბიცა“- აღნიშნულია ამ განცხადებაში. როგორც ცნობილია 2014 წელს პრორუსმა სეპარატისტებმა, ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში და მას შემდეგ დაწყებულ კონფლიქტს დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.



მსგავსი ინფორმაციები