ნავალნის ახალი ბრალდება წაუყენეს

ნავალნის ახალი ბრალდება წაუყენეს

1712270
ნავალნის ახალი ბრალდება წაუყენეს

 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება, რომ  რუსი დისიდენტის ალექსეი ნავალნის, მისი გუნდიდან  ლეონიდ ვოლკოვისა და ივან ჟდანოვის, ასევე მისი ადვოკატის ლიუბოვ სობოლის წინააღმდეგ, იმ მოტივით, რომ მათ შექმნეს და ხელმძღვანელობენ “ექსტრემისტულ საზოგადოებას," გამოძიება დაიწყო.  ნავალნის ადვოკატის ვადიმ კობზევის განცხადებით, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად არ იყვნენ ინფორმირებულნი, ამიტომ, მათგან ზოგიერთი პირი,  საზღვარგარეთ ყოფნის გამო, შეიძლება დაპატიმრებულ იქნენ დაუსწრებლად. როგორც ცნობილია, ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი, სავარაუდო მოწამვლის გამო, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მკურნალობის შემდეგ, 17 იანვარს მოსკოვში დაბრუნებისას აეროპორტში დააპატიმრეს. მას წარსულში კორუფციული ბრალდება წაუყენეს და სასამართლომ 3.5 წლიანი პირობითი სასჯელი გამოუტანა, რაც ნორმალურ პატიმრობაში გადაუზარდეს იმ მოტივით, რომ მან არ შეასრულა სასამართლო კონტროლის პირობები. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 11 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ნავალნის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო იმ მოტივით, რომ მის მიერ დაფუძნებულმა “ანტიკორუფციულმა ფონდმა,“ რომელიც მთავრობის დადგენილებით ლიკვიდირებულ იქნა 31 აგვისტოს, დაარღვია ადამიანის უფლებები


საკვანძო სიტყვები: #ნავალნი , #რუსეთი

მსგავსი ინფორმაციები