პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

2114620
პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ისინი ფინეთის საზღვარზე სამხედრო შენაერთებს განალაგებენ.

ეროვნულ მედიასაშუალებებთან საუბრისას, რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანება „უაზროა“ და განაცხადა, რომ ისინი ფინეთის საზღვარზე სამხედრო შენაერთებს განალაგებენ.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ბირთვული ომისთვის, მაგრამ ამისთვის ჯერ არ არის საჭირო სიტუაცია. პუტინმა თქვა: „თუ შეერთებული შტატები ბირთვულ გამოცდას ჩაატარებს, რუსეთი იგივეს გააკეთებს“.

ვლადიმერ პუტინმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საკითხი ეხება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას.



მსგავსი ინფორმაციები