ისრაელის საწინააღმდეგო და პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

ისრაელის საწინააღმდეგო და პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

2138912
ისრაელის საწინააღმდეგო და პალესტინის მხარდამჭერი აქციები გრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამოდის ქუჩებში ღაზას სექტორზე ისრაელის თავდასხმების გასაპროტესტებლად, უნივერსიტეტებში პალესტინის მხარდამჭერი დემონსტრაციები გრძელდება.

ნიდერლანდებში ჯგუფმა, რომელიც ძირითადად ქალებისგან შედგებოდა, პალესტინელი დედების მხარდასაჭერად აქცია გამართა.

ათასობით ადამიანმა ქალაქ როტერდამში სუდარაში გახვეული კუკლებით, „დედები გენოციდის წინააღმდეგ“ მსვლელობა გამართა.

ისრაელის საწინააღმდეგოდ მსგავსი შინაარსის აქციები გაიმართა გერმანიაში, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში.

მეორეს მხრივ, ისრაელის მიერ მხარდამჭერი აქციები გრძელდება მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებშიც.

ირლანდიაში, დუბლინის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მოაწყეს ბანაკი კამპუსში, რათა გამოეხატათ სოლიდარობა ღაზას მიმართ.

შვეიცარიის ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტები არ წყვეტენ აქციებს პალესტინის მხარდასაჭერად, მიუხედავად უნივერსიტეტის რექტორატის წინააღმდეგობისა.

ლოზანის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება ღაზაში ისრაელის ხოცვა-ჟლეტაზე ლოზუნგით „ჩვენ ყველანი ღაზას შვილები ვართ“.

ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ავსტრალიის ორ უდიდეს ქალაქში, სიდნეიში და მელბურნში, რათა მხარი დაუჭირონ პალესტინას და გააპროტესტონ ისრაელის თავდასხმები ლოზუნგით „არ შეეხოთ კეთილდღეობას“.



მსგავსი ინფორმაციები